ალვესი vs დუგლასი
24 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლას პერეირა დოს სანტოსის "ბარსელონაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ტრანსფერს "სან პაოლოს" პრეზიდენტიც ადასტურებს. დიდი ალბათობით, დუგლასი "ბარსელონას" 2015 წელს შეუერთდება და ის თანამემამულე დანი ალვესს შეცვლის. ამ სტატიაში გთავაზობთ დუგლასისა და ალვესის შედარებას, რათა დავადგინოთ, შეუძლია თუ არა 24 წლის ფეხბურთელს სახელოვანი თანამემამულის შეცვლა.
ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში დუგლასმა 26 თამაში ჩაატარა, აქედან 25 სასტარტო შემადგენლობაში. ის, ძირითადად, დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ 9-ჯერ ნახევარდაცვაში, ხოლო ერთხელ დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
დანი ალვესმა, ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების გათამაშებაში 27-ჯერ ითამაშა, აქედან 26-ჯერ ძირითად შემადგენლობაში. ის ყოველთვის დაცვის მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა. "ბარსას" 22-ე ნომრის ანგარიშზე 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
ალვესი, დუგლასთან შედარებით, შეტევაში უფრო ხშირად ერთვება. ის თამაშში, საშუალოდ, 1.2-ჯერ ურტყამს. დუგლასის მაჩვენებელი თამაშში 0.9 დარტყმაა.
ალვესი უკეთესია პასის სიზუსტეშიც. მის მიერ გაკეთებული 1878 გადაცემიდან 1640 ზუსტი გამოდგა, რაც 87.3%-ს უდრის. დუგლასმა, 1050 გადაცემიდან 859 ზუსტად შეასრულა (81.8%).
ალვესი თანამემამულეს საჰაერთო ორთაბრძოლების მოგებაშიც ჯობნის, ოღონდ მცირედით. მან 75 ორთაბრძოლიდან 32 მოიგო, რაც თამაშში საშუალოდ 1.2 მოგებულ საჰაერთო ორთაბრძოლას ნიშნავს. დუგლასის მაჩვენებელი 66 ორთაბრძოლიდან 28-ის მოგებაა, რაც თამაშში საშუალოდ 1.1 მოგებულ ორთაბრძოლას უდრის. თუმცა, 24 წლის ფეხბურთელმა ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გამოასწორა. ბრაზილიის 2014 წლის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 თამაშში ის საშუალოდ 1.5 ორთაბრძოლას იგებს (24-დან 15).
დუგლასმა, გასულ წელს 94 წარმატებული ვარდნა შეასრულა, რაც თამაშში 3.6 ვარდნას უდრის. ალვესის მაჩვენებელი სულ 82 და თამაშში საშუალოდ 3 წარმატებული ვარდნაა.
დუგლასმა მეტოქეს ბურთი 37-ჯერ აართვა. თამაშში მისი საშუალო მაჩვენებელი 1.4 არის. ალვესის ანგარიშზე 54 ართმევაა, რაც თამაშში 2 ართმევას უდრის.
რაც შეეხება ჯარიმებს, აქ უპირატესობა დუგლასს აქვს. ის თამაშში, საშუალოდ, 1.8-ჯერ ჯარიმდება, ხოლო ალვესი - 2-ჯერ.
თითქმის თანაბარია ფეხბურთელთა მაჩვენებელი ბურთის მოგერიებაში. დუგლასი ამას თამაშში 1.3-ჯერ აკეთებს, ხოლო ალვესი - 1.2-ჯერ.
რაც შეეხება დრიბლინგის დროს თავის დაცვას - ამ მაჩვენებელში დუგლასს უპირატესობა აქვს. მეტოქეები მას 23-ჯერ გაცდნენ (თამაშში საშუალოდ 0.9), ხოლო ალვესს - 36-ჯერ (საშუალოდ 1.3).
დუგლასმა მეტოქეთა დარტყმები 4-ჯერ დაბლოკა. ალვესს ამ გრაფაში 0 უწერია.
ორივე ფეხბურთელი თამაშში საშუალოდ 1.4 საკვანძო გადაცემას აკეთებს.
დუგლასი უკეთ გამოიყურება დრიბლინგში. ის მეტოქეებს 36-ჯერ გაცდა (თამაშში საშუალოდ 1.4). ალვესის მაჩვენებელი 33 დრიბლინგი არის (თამაშში 1.2).
სრული თანაფარდობაა ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევაში. დუგლასზეც და ალვესზეც თამაშში საშუალოდ 1.8-ჯერ ჯარიმდებიან.
დუგლასი უკეთ გამოიყურება საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების დროს. 133 ჩაწოდებიდან მას 36 ზუსტი გამოუვიდა, რაც თამაშში საშუალოდ 1.4 ზუსტ ჩაწოდებას უდრის. ალვესის 160 ჩაწოდებიდან ზუსტი 31 იყო (საშუალოდ 1.1).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 36 ]