დანი ალვესი: "მე "ბარსელონაში" დარჩენა გადავწყვიტე"

დანი ალვესი: "მე "ბარსელონაში" დარჩენა გადავწყვიტე"

კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დანიელ ალვესმა თავის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მე პატივისცემას ვიმსახურებ ამ კლუბში, სადაც დაახლოებით 300 შეხვედრა ჩავატარე. მე ამ საკითხზე მსჯელობა ლუის ენრიკესთან მსურდა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს. მე "ბარსელონაში" დარჩენა გადავწყვიტე, სირთულეები გაცილებით უფრო ძლიერს მხდის. ჩემი კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი, მაგრამ მე ყოველ წელს ვაკვირდები ინდივიდუალურად და შემდეგი სეზონიც საკვანძო იქნება. მე ვგრძნობდი, რომ კლუბისგან და გულშემატკივრისგან მხარდაჭერა მაკლდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, რადგან საკუთარი საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას ვერ ვახდენდი. არ მიფიქრია "ბარსელონას" დატოვება, კლუბს ეჭვები ჰქონდა, გაჩნდა ჭორები და მსურდა, რომ ყველაფერი პირდაპირ ეთქვათ." - განაცხადა, ალვესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.