მარკესი: "ყოველთვის "ბარსას" ფანი ვიქნები"
რაფა მარკესმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს "ბარსელონას" შვიდი დაუვიწყარი სეზონის შემდეგ: "მე ყოველთვის "ბარსელონას" ფანი ვიქნები. ეს გარდაუვალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე ამ კლუბში დავბრუნდები!"
შაბათს საღამოს "სალა პარიზში" გამართულ პრესკონფერენციაზე მექსიკელმა ახსნა მოტივები, თუ რატომ დატოვა "ბარსა". მას თან ახლდნენ სანდრო როსელი, პეპ გვარდიოლა და კარლეს პუიოლი.
ცხოვრების საუკეთესო წლები
მარკესმა განაცხადა: "ეს შვიდი წელიწადი ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში საუკეთესო იყო. ამ გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე." რაფამ ასევე მადლობა გადაუხადა კლუბის წევრებს, ფანებს და პრესის წარმომადგენლებს: "ამ ხალხის დახმარებით წარმატებული დებიუტი მქონდა "ბარსას" მაისურით და შევძელი ამ გუნდის განუყრელი ნაწილი გავმხდარიყავი."
ბრწყინვალე გამომშვიდობება
მარკესმა დიდი მადლობა გადაუხადა ფრანკ რიიკარდსა და პეპ გვარდიოლას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ მექსიკელს გამოუცხადეს. მან ასევე აღნიშნა სანდრო როსელის წილი მისი კარიერის განვითარებაში(სწორედ სანდრომ გაჩარხა მექსიკელის ტრანსფერი 2003 წელს). "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. ასეთ ბრწყინვალე გაცილებას ნებისმიერ ფეხბურთელს არ გაუკეთებენ."
წარმატების გრძელი სია
2 ჩემპიონთა ლიგა, 4 "ლა ლიგა", 1 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 1 ევროპული სუპერ თასი, 3 ესპანური სუპერ თასი და 3 კატალონიის თასი - ეს არის რაფაელის მიერ მოგებული ტიტულები. "დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში "ბარსელონას" ფანი ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ოდესმე დავბრუნდები "ბარსელონაში" და კლუბში რაიმე თანამდებობას დავიკავებ."
ახალი გამოცდილება
"ტიტულების მოგება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბის დახმარება ყველაზე მთავარია." მარკესმა განაგრძო: "გასულ სეზონში მე იმდენი ვერ ვითამაშე, რამდენიც მინდოდა. სანამ სეზონი დამთავრდებოდა, მე ველაპარაკე გვარდიოლას, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს ხელში იყო. ვფიქრობ, ჩემი ადგილი ამ კლუბში ჯერჯერობით არ არის. ამბიციურობა სისხლში მაქვს და მინდა რეგულარულად სასტარტოში ვიყო. ამას აქ ვეღარ მოვახერხებ და თავაწეული წასვლის დროა. ახალი გამოცდილების მიღების დროა."
ბედნიერი
საბოლოოდ რაფაელმა დაასრულა: "რთული დროებიც მქონდა, მაგრამ კლუბს ბედნიერი ვტოვებ იმის გამო რაც აქ მოვიგე. ჯერ კიდევ არ ვიცი სად მივდივარ. ჯერჯერობით მხოლოდ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავ."
როსელის სიტყვა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ისაუბრა რაფაელ მარკესის მნიშვნელობაზე კლუბის ისტორიაში: "ეს ფეხბურთელი ბოლო წლებში მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი ავტორია. იგი რიიკარდის და გვარდიოლას გუნდების განუყოფელი ნაწილი გახდა. მარკესი ჩვენთვის, ყველასთვის მაგალითი არის მისი პერსონისა და გულისხმიერების გამო." სანდრომ რაფას მიმართა: "შენ ტოვებ კლუბს, რომლის კარიც შენთვის ყოველთვის ღია იქნება." პრეზიდენტმა მექსიკელს ყველაფერი კარგი უსურვა მომავალში და ამ სიტყვებით დაასრულა: "მეგობარი სამუდამოდ, "ბარსას" ფანი სამუდამოდ და მარკესი სამუდამოდ."
[media=http://www.youtube.com/watch?v=MMNyNlDV2qo]
წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]