დუგლასი 16 ნომრით ითამაშებს

დუგლასი 16 ნომრით ითამაშებს

24 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დუგლას პერეირას ტრანსფერი დასრულებულია. "სან პაულუს" ყოფილმა ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონას" დუგლასის ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაუჯდა. შეთანხმება, ბონუსის სახით, დამატებით 1.5 მილიონის გადახდასაც ითვალისწინებს.

დუგლასმა კონტრაქტი დღეს გააფორმა და ცნობილი გახდა, რომ ის 16 ნომრით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონებში ამ ნომრით სერხიო ბუსკეტსი თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.