დანი ალვესი ერთ ნაბიჯში 300 მატჩამდე "ბარსას" მაისურით
ფეხბურთელი, რომელმაც წინა სეზონში გადაასწრო ფილიპ კოკუს "ბარსას" მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით, როგორც უცხოელი ფეხბურთელი, ახლოსაა 300 მატჩიან ნიშნულთან, რომელსაც დიდი ალბათობით მიაღწევს შემდეგ მატჩში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ.
დანი ალვესმა 299 მატჩში გაიტანა 20 გოლი, რომელთაგან, რაღა თქმა უნდა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ესპანეთის თასის 1/4 ფინალში, მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გოლი:
https://www.youtube.com/watch?v=9d7MPyxKYrI
ლა ლიგის 190 მატჩში ალვესმა 14–ჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი, ჩემპიონთა ლიგის 63 მატჩში – 5–ჯერ, ესპანეთის თასის 32 მატჩში კი – ერთხელ. ხოლო ესპანეთის სუპერთასზე (9 მატჩი), ევროპის სუპერთასზე (2 მატჩი) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე (3 მატჩი) მას არ დაულაშქრია მოწინააღმდეგეთა კარი.
"ბარსაში" გატარებული 6 სეზონის განმავლობაში დანი ალვესმა მოიგო 16 ტიტული: 4–ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2–ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2–ჯერ ესპანეთის თასი, 2–ჯერ ევროპის სუპერთასი, 4–ჯერ ესპანეთის სუპერთასი და 2–ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]