რონალდინიო მექსიკურ "კერეტაროში" გადავიდა
"ბარსელონას" ლეგენდა რონალდინიო გაუჩო კარიერას მექსიკურ "კერეტაროში" განაგრძობს. 34 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მექსიკის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რონალდინიო "ბარსელონაში" 2003-2008 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 207 თამაში ჩაატარა, 94 გოლი გაიტანა და 69 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან, "ბარსელონასთან" ერთად, ორ-ორჯერ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ რონალდინიო "მილანში", "ფლამენგოსა" და "ატლეტიკო მინეიროში" თამაშობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 36 ]