„იუვენტუსი“ ალვესით დაინტერესდა

„იუვენტუსი“ ალვესით დაინტერესდა

"ბარსელონას" მცველმა, დანი ალვესმა, შესაძლოა, კარიერა "იუვენტუსში" განაგრძოს. 31 წლის ბრაზილიელის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2015 წლის ზაფხულში იწურება, მის გახანგრძლივებაზე კი მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ.

ამ სიტუაციით სარგებლობას გეგმავენ ტურინელები, რომლებიც ფეხბურთელთან წინასწარ კონტრაქტს შეათანხმებენ, იტყობინება fichajes.net. ამდენად, ალვესი, შესაძლოა, "იუვეს" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.