მოურინიოს დამხმარედ ლუის ენრიკე სურდა
ესპანურმა გამოცემამ " ელ მუნდო დეპორტივომ" საკმაოდ საინტერესო ფაქტი გაიხსენა.
2008 წელს "ბარსელონა" აქტიურად იყო ჩართული მწვრთნელების ბაზარზე. ჟოზე მაურინიო კი "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელობაზე განიხილებოდა. მისი პირველი მოთხოვნა ლუის ენრიკეს დამხმარეობა იყო, თუმცა მაშინ თავად ლუის ენრიკემ განაცხადა უარი. ჩიკი ბეგირისტიანმა პორტუგალიელ სპეციალისტს პეპ გვარდიოლა და ეუსებიო საქრისტიანი შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა.
საბოლოოდ გვარდიოლა დაინიშნა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკემ კი "ბარსელონა ბ-ს" გაწვრთნა დაიწყო. ხოსეპმა შესანიშნავი ოთხი წელი დაჰყო კატალონიაში, ლუის ენრიკემ კი დუბლის ფეხბურთელებს შესანიშნავი სეზონები აჩუქა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]