რაკიტიჩი სუარესზე საუბრობს

რაკიტიჩი სუარესზე საუბრობს

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის განცხადებით, კატალონიური გრანდის ახალწვეულმა, ლუის სუარესმა პირობა დადო, რომ ფეხბურთელის დაკბენის შემთხვევა მეტად აღარ განმეორდება.

"სუარესი ძალიან მშვიდი, თავაზიანი და გაწონასწორებულია. ის შესანიშნავი ადამიანია. სუარესმა განაცხადა, რომ კბენასთან დაკავშირებული შემთხვევა, რასაც ადგილი ჰქონდა წარსულში, მეტად აღარ განმეორდება." - აცხადებს რაკიტიჩი.

გარდა ამისა, ხორვატმა თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ახალ თანაგუნდელებთან მუშაობაზე:

"მე გადმოვედი "ბარსელონაში", რათა სიამოვნება მივიღო ფეხბურთით. საკუთარი საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვცდილობ. ვარჯიშებზე ყოველდღე მომღიმარი სახით მივდივარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.