დელ ბოსკე:" მუნირი ესპანელია"

დელ ბოსკე:" მუნირი ესპანელია"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინენსტე დელ ბოსკემ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელზე მუნირ ელ ჰადადიზე ისაუბრა. 

"ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ მატჩიდან მატჩამდე. არ შეიძლება აქედანვე დავიწყოთ ფიქრი ევროპის ჩემპიონატზე და გამარჯვებაზე. მაკედონიასთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არც ისე მარტივი დაპირისპირებაა. ძალიან რთულია გუნდში რადიკალური ცვლილებების გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმეტესობა ფეხბურთელებისა ახალგაზრდაა."

"ელ ჰადადის გამოძახება? ეს ყველაფერი მუნირის მშობლების სურვილით მოხდა. ჩვენ ვურჩიეთ მას მოეფიქრებინა ყველაფერი წყნარად. ის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სურს ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაში. ის ესპანელია, მაგრამ გალაპაგარიდან." - დაასრულა დელ ბოსკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.