მუნირის დებიუტი და ბუსკეტსის სადებიუტო გოლი

მუნირის დებიუტი და ბუსკეტსის სადებიუტო გოლი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში, ესპანეთის ნაკრებმა მაკედონია 5:1 გაანადგურა. "ფურია როხაში" გამოძახებულმა "ბარსას" ხუთივე ფეხბურთელმა ითამაშა, ხოლო ბუსკეტსმა და პედრომ გოლებიც გაიტანეს.

ბუსკეტსისა და პედროს გარდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო ხორდი ალბაც. ამ სამეულმა შეუცვლელად ითამაშა. ბუსკეტსმა, პირველი ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე, საჯარიმოს გარედან დაარტყა და ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ამ დარტყმის წყალობით ანგარიში 3:1 გახდა. პედრომ თამაშის ბოლო გოლი გაიტანა. 91-ე წუთზე, მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო მარკ ბარტრა, ხოლო მუნირ ელ ჰადადი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. 19 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი თამაში ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.