ჩავიმ რაულის მიღწევა გაიმეორა

ჩავიმ რაულის მიღწევა გაიმეორა

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ჩავი ერნანდესმა მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის რაულ გონსალესის მიღწევა გაიმეორა. 

კატალონიელმა მაესტრომ ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ 142-ე მატჩი ჩატარა. იგივე რაოდენობის მატჩი აქვს ჩატარებული მის თანამემამულეს რაულ გონსალეს ბლანკოს, რომელმაც მადრიდის "რეალის" და "შალკეს" სახელით იასპარეზა. რაულისგან განსხვავებით, ჩავის შეუძლია გადაასწროს ფორვარდს, რადგან რაულმა დაასრულა კარიერა, ჩავის კი წინ კიდევ 5 ჯგუფური ეტაპის მატჩი აქვს. 

პირველი მატჩი ჩავიმ ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშა. ის მატჩი ანგარიშიტ 3:3 დასრულდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.