"ბარსამ" ჩემპიონთა ლიგა მოგებით მეთოთხმეტედ დაიწყო
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოგებით დაიწყო, რაც კატალონიური კლუბის ისტორიაში მეთოთხმეტედ მოხდა.
ლიგის 2014/15 წლების სეზონის პირველ მატჩში, "ბარსამ" კვიპროსულ აპოელ-ს უმასპინძლა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი, 28-ე წუთზე, ხერარდ პიკემ გაიტანა.
აპოელ-თან მოგება "ბარსასთვის ჩემპიონთა ლიგის სტარტზე მე-14 გამარჯვება იყო. ამდენივე მოგება აქვს "ბაიერნსაც". ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]