ბრუინსი:" "ბარსას" შეტევის ხაზი კომპლექტურია"
იოჰან კურიფის ყოფილმა ასისტენტმა ტონი ბრუინსმა განაცხადა, რომ "ბარსას" შეტევის ხაზი მსოფლიოში საუკეთესოა.
"გვარდიოლადან მოყოლებული ჩვენ განსხვავებული "ბარსელონა" ვნახეთ. მარტინოს გუნდი კი სულ სხვანაირად თამაშობდა. ვფიქრობ ამ გუნდის გაწვრთნა ყველა მწვრთნელს შეუძლია, რადგან უმეტესობა ფეხბურთელი უნივერსალურია და უამრავი ტაქტიკისა თუ კომბინაციის მორგება შეიძლება. რამდენად წარმატებული იქნება ეს ექსპერიმენტები, ეს სწორედ მწვრთნელზეა დამოკიდებული."
"ნეიმარი, მესი და ლუის სუარესი შესანიშნავ ტრიოს ქმნიან. დღესდღეობით მსგავსი შეტევის ხაზი არცერთ გუნდს არ ჰყავს. თუ "ბარსელონას" დაცვამ საიმედოდ ითამაშა, მათი დამარცხება შეუძლებელი იქნება. ლუის ენრიკეს აქვს გეგმა და დარწმუნებული ვარ ის ამ გუნდში წარმატებას მიაღწევს." - დაასრულა ბრუინსმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]