მენდილიბარი: "ამჟამინდელბი "ბარსელონა" გვარდიოლას გუნდს მახსენებს"

მენდილიბარი: "ამჟამინდელბი "ბარსელონა" გვარდიოლას გუნდს მახსენებს"

"ლევანტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ლუის მენდილიბარმა მისი გუნდის მომავალ მეტოქეზე, კატალონიის "ბარსელონაზე" ისაუბრა.

"ბარსელონა" უფრო აგრესიული გახდა. ამჟამინდელბი "ბარსელონა" იმ გუნდს ჰგავს, რომელშიც პეპ გვარდიოლამ მუშაობა დაიწყო. განსაკუთრებით იმიტომ რომ, როდესაც კატალონიელები თავიაანთი კარიდან მოშორებით ბურთს კარგავენ, ისინი ძალიან სწრაფად იბრუნებენ მას.

ლუის ენრიკე სახელებს არ უყურებს. მან გუნდში შეიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც არავინ იცნობს, ის კი, ვისაც პრესა აქებდა, უკვე არენდითაა წასული." - განაცხადა მენდილიბარმა.

შეგახსენებთ, რომ "ლევანტესა" და "ბარსელონას" შორის მატჩი გაიმართება "სიუდად დე ვალენსიაზე", 21 სექტემბერს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.