კრუიფი: "ბარსელონა" "ბავარიაზე" პოპულარულია"

კრუიფი: "ბარსელონა" "ბავარიაზე" პოპულარულია"

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი დარწმუნებულია იმაში, რომ "ბარსელონა" ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე "ბაიერნი". მისი აზრით, ასეთი სიტუაცია ბუნებრივია. შეგახსენებთ, რომ კრუიფი "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში 1973-1978 წლებში გამოდიოდა.

"გლობალური მასშტაბით, "ბარსელონა" უფრო პოპულარულია, ვიდრე "ბავარია". მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში ყველა ესპანეთის ჩემპიონატს უყურებს. კატალონიელების მნიშვნელობა უფრო მეტია და ასე იქნება ყოველთვის." - განაცხადა კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.