9 ქულა 7 დღეში
"ბარსელონას" წინ მნიშვნელოვანი კვირა ელის, რაც დაკავშირებულია ესპანეთის ჩემპიონატთან. კვირიდან (21 სექტემბერი) შაბათის (27 სექტემბერი) ჩათვლით ლუის ენრიკეს გუნდი, საერთო ჯამში, 3 მატჩს გამართავს. ერთ კვირაში გათამაშდება ქულათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც გასულ თვეში გათამაშდა. 9 ქულა 7 დღის განმავლობაში.
პირველი 6 ქულა "კამპ ნოუს" მოშორებით გათამაშდება. "ბარსელონა" "სიუდად დე ვალენსიაზე" ვიზიტით დაიწყებს (კვირა, 21 სექტემბერი, 23:00 საათი). 72 საათის შემდეგ "ბარსელონა", "ლა როსალედაზე", "მალაგას" დაუპირისპირდება (24 სექტემბერი, 00:00 საათი). შემდეგში "ლურჯ-ბროწეულისფერები" 2 მატჩს გასვლაზე ზედიზედ მე-19 ("დეპორტივო") და მე-20 ("ელჩე") ტურებში ჩაატარებენ.
მე-3 და დატვირთული კვირის ბოლო მატჩს გუნდი შაბათს, 27 სექტემბერს, 20 საათზე, გამართავს. "ბარსა", "კამპ ნოუზე", "გრანადას" უმასპინძლებს. ეს იქნება უკანასკნელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე.
"ბარსელონას" თამაშებით ასეთი დატვირთული კვირა (3 მატჩი 7 დღეში) აპრილამდე აღარ ექნება. აპრილში ასეთი კვირა 2-ჯერ იქნება. პირველი კვირა 3 მატჩით: 29-ე ტური ("სელტა"), 30-ე ტური ("ალმერია") და 31-ე ტური ("სევილია"). 2 კვირის შემდეგ: 33-ე ტური ("ესპანიოლი"), 34-ე ტური ("ხეტაფე") და 35-ე ტური ("კორდობა").
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე კალენდარი ადვილი იქნება, რადგან არსებობს სხვა ტურნირები. შობამდე უნდა დასრულდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. გასული პირველი ტურის შემდეგ, კიდევ დარჩა - 5. დეკემბრის დასაწყისში დაიწყება სამეფო თასის მატჩები. ამ ტურნირით განსაკუთრებით აქტიური თვე იანვარი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 33 ]