ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

"სიუტატ ესპორტივაზე" გაიმართა ლუის ენრიკეს წინასამატჩო პრესკონფერენცია და ესპანელმა განაცხადა, რომ ყველა მხოლოდ მომდევნო მატჩზე უნდა ფიქრობდეს. "ზოგადი შეფასებები სეზონის ბოლომდე უნდა გადავდოთ. მიზანი "ლევანტეს" დამარცხებაა. ჩვენი თამაში გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვიმყოფებით. არ ვნერვიულობ იმაზე, რომ 21 დღეში 7-ჯერ უნდა გავიდეთ მოედანზე. ამ მომენტში მხოლოდ 1 შეხვედრის კონტროლი შეგვიძლია და ეს მომდევნო მატჩია. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ყოველთვის უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფოკუსირებულები მომდევნო დაპირისპირებაზე."

"ჩემი მოთხოვნები ყოველთვის ერთი და იგივეა: საგოლე მომენტების შექმნა და მეტოქეს შეზღუდვა საფრთხის შექმნაში", განაცხადა მწვრთნელმა. "მოწინააღმდეგეზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და კარგად უნდა დავიცვათ საკუთარი თავი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ფეხბურთში 2 გუნდი თამაშობს. ამ სპორტში სხვა გუნდები პრობლემებს შეგიქმნიან... გასვლითი მატჩები ცოტა უფრო რთულია, ჩვენ კი ვუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც ბევრი ძლიერი მხარე აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეებს შევხვდებით, მაგრამ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენს თამაშზე, უნდა გავარღვიოთ "ლევანტეს" დაცვის ხაზი, უნდა ჩავჭრათ მათი გადაცემები და ა.შ."

"ლევანტესგან" დაცვით თამაშს ელიან, მაგრამ, ლუის ენრიკეს თქმით, " "ბარსას" ფეხბურთელებს ბევრი რესურსი აქვთ. მნიშვნელოვანია მათი გამოყენება. სეზონი გრძელია და დავუპირისპირდებით იმ გუნდებს, რომლებსაც თავდაცვის სხვადასხვაგვარი ხერხის გამოყენება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენთვის ყველანაირი სიტუაცია ნაცნობია."

"ჩვენ არამარტო კარგად შეტევა გვევალება, არამედ უკანა ხაზში სწორედ მოქმედებაც. "ბარსას" უყვარს თავდასხმა, რის გამოც გარკვეული რისკი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ სავარჯიშო სესიების დროს მოთამაშეები თავდაუზოგავად მუშაობენ ყველანაირ კონცეფციაზე. მე ჯერ არ მაქვს წუწუნის საბაბი. სეზონი ახლახანს დაიწყო. განხორციელდება ბევრი ცვლილება. მათ საბოლოოდ ტიტულები უნდა მოგვიტანონ. სწორედ ამის მიხედვით შეგვაფასებენ სეზონის ბოლოს."

ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელებზე. "ჩემი აზრით, ეს კარგია. მოთამაშეებმა იციან, რა უნდა გააკეთონ. მომწონს, როდესაც თავისუფალ დროს მხიარულად ატარებენ. მომწონს, როდესაც საკუთარ თავს გამოხატავენ და ხალხი ხედავს, როგორი კარგი ადამიანები არიან. ამ კლუბში თამაშის უფლება დაიმსახურეს და კარგია, რომ პირად ცხოვრებაში იმას აკეთებენ, რაც მოუნდებათ."

ბოლოს მწვრთნელმა ლუის სუარესზე ისაუბრა. "ის ისე ვარჯიშობს, თითქოს მეორე დღეს თამაში ჰქონდეს. სავარჯიშო სესიებში საკუთარი წვლილი შეაქვს. მან გაიარა გუნდში ადაპტაცია. სუარესი ექსპრესიულია, რაც გადამდებია. ძალიან კარგი შენაძენია. თუ ამას ახლა ვამბობთ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, როდესაც თამაშს დაიწყებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.