ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

"გუნდებს საღი აზროვნებით ვწვრთნი", განაცხადა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე. "ჩემი ერთადერთი აკვიატება ამ გუნდის გაუმჯობესებაა. ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ პროგრესისთვის უნდა ვიმუშაოთ და ჩვენი იდეები სასარგებლო უნდა გავხადოთ. პირველი მიზანი "მალაგას" დამარცხებაა მეხუთე ტურში. დანარჩენი გასვლითი შეხვედრების მსგავსად, მატჩი ძნელი იქნება. ძლიერი მოწინააღმდეგეს სახით, ახალი სირთულე გვემატება. მეტოქეს სახიფათო მომენტებზე მეტი საგოლე მომენტები უნდა შევქმნათ და უკეთესად თამაშით უნდა მოვიგოთ."

მწვრთნელის თქმით, "როდესაც "მალაგა" ბურთს გააკონტროლებს, მაშინ გუნდმა თავი 11 კაცით უნდა დაიცვას. მალაგა გუნდურად თამაშობს. იქ ასპარეზობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან როკე სანტა კრუზი და რაბათი. თუმცა ასევე ვღელავთ დუდას, ჰორტას, კასტილეხოს და დანარჩენების გამო. ვნერვიულობ "მალაგას" გრძელი გადაცემების გამო. ასევე აღსანიშნავია სტანდარტული მდგომარეობები... არ იქნება ადვილი დაპირისპირება, თუმცა ეს ჩვენს მოტივაციას ზრდის."

ლუის ენრიკემ "ბარსელონას" უკანახაზზე გააკეთა კომენტარი. "მე მაინც ვფიქრობ, რომ დაცვაში თამაში უნდა გაუმჯობესდეს და გაუმჯობესდება კიდეც. ეს არ ნიშნავს, რომ გოლებს არ გავუშვებთ ან არ წავაგებთ. თუმცა გუნდმა უკანახაზში უნდა განიცადოს ბევრად უფრო დიდი პროგრესი. ყოველთვის სწორად არ ვმოქმედებდით, რაც შეუმჩნეველი დარჩა იმის გამო, რომ ქულები არ დაგვიკარგავს. ეს არის პროგრესის შეუჩერებელი პროცესი."

ლუჩომ ცენტრალურ მცველებზე ისაუბრა. "ჩვენ მატიე შევიძინეთ, რადგან ის არის ცენტრალური მცველი, რომელსაც გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ის უნივერსალური ფეხბურთელია. მატიეს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გახდეს სასარგებლო მოთამაშე." რაც შეეხება პიკეს, "მისი განწყობა შესანიშნავია. მომწონს, როგორც იქცევა. ის ოპტიმისტი და კარგი ადამიანია. პიკე გუნდის დასახმარებლად იდეალურ მდგომარეობაშია."

რაკიტიჩმა "ლევანტეს" შორეული დარტყმით გაუტანა გოლი. ლუის ენრიკეს ჰკითხეს, უნდა დაარტყან თუ არა "ბარსას" ფეხბურთელებმა ასეთი დისტანციიდან. "ჩვენ ნახევარმცველებს უფრო ხშირად დარტყმისკენ მოვუწოდებთ. შეტევის მეთოდები უნდა ვცვალოთ ხოლმე. ნებისმიერი დარტყმის შედეგად შეიძლება გოლის გატანა. ასე რომ, ამ საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ."

პრესკონფერენციის ვიდეო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 30 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.