მესი 400 გოლის ზღვარზე
"ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი მე-400 გოლის გატანასთან ძალიან ახლოსაა. მას ამ ნიშნულამდე მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა აშორებს.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, "ლევანტესთან" გამართულ შეხვედრაში, მესიმ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ თავადაც გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, მესის, კარიერაში, 399 ბურთი დაუგროვდა. 357-ჯერ მან "ბარსას" მაისურით გაიტანა, ხოლო 42-ჯერ არგენტინის ნაკრების მეტოქეთა კარი აიღო.
მესის მე-400 გოლის გატანის შანსი 24 სექტემბერს, "მალაგასთან" გასამართ შეხვედრაში მიეცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]