ნეიმარს მოედნის დატოვება არ სურდა

ნეიმარს მოედნის დატოვება არ სურდა

გუშინ, "ლევანტე" "ბარსელონას" მატჩის დროს მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

ნეიმარმა სათამაშო ეპიზოდში მარცხენა კოჭი იტკინა და დროებით მოედანი დატოვა. ლუის ენრიკემ, ნეიმარი სანდრო რამირესით შეცვალა. ნეიმარს გაუკვირდა, რადგან იგი მოედანზე დაბრუნებას აპირებდა.

მოგვიანებით მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ყველაფერი გაირკვა. ლუის ენრიკეს გადასცეს, რომ ბრაზილიელი ვერ შეძლებდა თამაშის გაგრძელებას. ამიტომ ლუჩომ მოედანზე ახალგარდა ფორვარდი შეუშვა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.