"სელტა" და "ალმერია": დრო და თარიღი ცნობილია
ცნობილი გახდა "სელტასთან" და "ალმერიასთან" გასამართი მატჩების დრო და თარიღი. 1 ნოემბერს, თბილისის დროით 22 საათზე, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" უმასპინძლებს ლუის ენრიკესა და რაფინიას ყოფილ კლუბს, "სელტას", სადაც ახლა "ბლაუგრანას" ყოფილი ფეხბურთელები (სერხი გომესი, კარლეს პლანასი, ფონტასი და ნოლიტო) თამაშობენ.
8 ნოემბერს, თბილისის დროით 18 საათზე, "ბარსა" გასვლით შეხვედრაში "ალმერიას" ეთამაშება. ლა ლიგის ამ ორ მატჩს შორის, 5 ნოემბერს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში "აიაქსს" დაუპირისპირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]