"ფულჰემს" გლების არენდის სახით გადაბირება სურს

"ფულჰემს" გლების არენდის სახით გადაბირება სურს

"ფულჰემის" ახალმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა, ხელმძღვანელობისაგან ტრანსფერებისთვის 25 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა იგი ჯერ არ აპირებს ვინმეს ყიდვას. ჰიუზი ცდილობს არენდის სახით გადაიბიროს რამდენიმე ფეხბურთელი. მის თვალთახედვის არეში მოექცა კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ალექსანდრე გლები, იტყობინება Mirror. ბელორუსიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია ფრანგული "ლიონი". "ბლაუგრანას" მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სამომავლო გეგმებში გლები ნამდვილად არ შედის და სავარაუდოდ იგი ან გაიყიდება ან კვლავ არენდის სახით დატოვებს კლუბს.

წყარო: championat.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.