ინიესტა: „მალაგა“ შესანიშნავად გამოიყურებოდა“

ინიესტა: „მალაგა“ შესანიშნავად გამოიყურებოდა“

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, "მალაგასთან" მატჩის შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. კატალონიელებმა, მიმდინარე სეზონში, პირველად დაკარგეს ქულები.

"მალაგა" შესანიშნავად გამოიყურებოდა. ლა ლიგა - რთული ტურნირი, დღევანდელი მატჩი კი - ამის მტკიცებულება. ჩვენ, მეტოქის დაცვის გასარღვევად, ყველაფრის გაკეთებას შევეცადეთ. რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომლის დაცვაშიც 9-10 ფეხბურთელია.

რა თქმა უნდა, "მალაგამ" ბევრი რამის გამო დაიმსახურა ეს შედეგი, მაგრამ ჩვენ დაგვაკლდა სისწრაფე იმისათვის, რომ საგოლე მომენტები შეგვექმნა. გამარჯვებისთვის ძალიან კარგად უნდა ითამაშო." - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.