სავარჯიშო სესია პარიზში
ორშაბათს, "ბარსელონამ" სავარჯიშო სესია გამართა "პარკ დე პრენსზე", სადაც, დღეს, სამშაბათს, 22 საათსა და 45 წუთზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურის მატჩი, პსჟ-ს წინააღმდეგ. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო განაცხადში მყოფმა 20-ივე ფეხბურთელმა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" პირველად იმუშავეს ახალ, ყვითელ სავარჯიშო ფორმაში. აღსანიშნავია, რომ, დღეს, "პარი სენ ჟერმენთან" მატჩში, გაიმართება კატალონიელების 2014/15 სეზონის მესამე სათამაშო ფორმის პრეზენტაცია.
ეს იყო ბოლო ვარჯიში ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე. შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს პსჟ-ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკემ თამაშის წინ განაცხადა: "მათ შემადგენლობაში იმყოფება ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი. "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია."
[media=http://www.youtube.com/watch?v=QKw-BN2F_KQ]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]