სანჩესი: „ბარსელონასი“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები“

სანჩესი: „ბარსელონასი“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები“

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა აღიარა, რომ "ბარსელონაში", სადაც ის დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა, დიდი გამოცდილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი "ბარსელონაში" "უდინეზედან" 2011 წელს გადავიდა, რის შემდეგაც 3 სეზონის იცავდა კატალონიური კლუბის ფერებს. ჩილელმა, "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში ჩატარებულ 88 შეხვედრაში, 39 გოლი გაიტანა.

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები "ბარსელონასი" და ყველა მისი ფეხბურთელის. კატალონიურ კლუბში ბევრი რამ ვისწავლე დიდებული ფეხბურთელებისა და ადამიანებისაგან." - განაცხადა ალექსის სანჩესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 51 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.