ალვესი: "როცა მესის გაიხსენებენ, მეც მახსენებენ"
"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი აცხადებს, რომ როდესაც, მომავალში, ხალხი ლიონელ მესის გაიხსენებს, მასაც ახსენებენ.
"როდესაც მესი კარიერას დაასრულებს და ხალხი მასზე ისაუბრებს, ისინი მეც გამიხსენებენ - ფეხბურთელს, რომელმაც ლიონელს, კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გაუკეთა."
ალვესმა თავის მომავალზე და კატალონიის დამოუკიდებლობაზეც ისაუბრა: "ჩემი გეგმები? ყოველთვის მხოლოდ უახლოეს მომავალზე ვფიქრობ. მინდა, "ბარსელონაში" წარმატებული სეზონი ჩავატარო, შემდეგ კი, ვნახოთ."
"როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებ, როგორიც კატალონიის დამოუკიდებლობაა, ყურადღება ყველა დადებით და უარყოფით მხარეს უნდა მიაქციო. უნდა იცოდე, რა არის შენთვის უკეთესი, რას კარგავ და რას იძენ. აუცილებელია დაადგინო, კარგია თუ არა ეს შენი ქვეყნისთვის. იმ ადამიანების უმრავლესობამ, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას ითხოვს, არ იცის, სინამდვილეში ეს რა არის."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]