ალვესი: "კონტრაქტთან დაკავშირებით არ ვღელავ"
"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი საკუთარ მომავალზე საუბრობს და აცხადებს, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ამ ეტაპზე, არ აღელვებს.
ალვესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელებმა მას ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზეს და ახალი კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.
"კონტრაქტის გამო არც ვღელავ და არც სასოწარკვეთილებაში ვარ ჩავარდნილი. არ ვაპირებ, შექმნილი სიტუაციის გამო, საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება რამენაირად შევცვალო. თუ მოვლენები ჩემთვის არასასურველი სცენარით წარიმართა, რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება."
ალვესმა "ბარსას" ურუგვაელ თავდამსხმელზე, ლუის სუარესზეც ისაუბრა: "სუარესზე ნაკლებად არ ველი იმ დღეს, როდესაც ის მოედანზე გამოვა და თავს "ბარსელონას" ნამდვილ ფეხბურთელად იგრძნობს. ის შესანიშნავი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ სუარესი სათამაშოდ მზადაა. ის ყველაზე თავგამოდებით ვარჯიშობს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]