"ელ კლასიკოს", სავარაუდოდ, ხესუს ხილ მანსანო განსჯის
მადრიდული Marca-ს ცნობით, 25 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოს", დიდი ალბათობით, 30 წლის ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
ხესუს ხილ მანსანო ახალგაზრდა მსაჯია, რომელიც, ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სწრაფად პროგრესირებს. ხესუს ხილი პრიმერა დივიზიონის მატჩებში 2012 წლიდან მსაჯობს.
ხესუს ხილს "რეალის" მატჩში 7-ჯერ უმსაჯია. მადრიდელებმა 5-ჯერ მოიგეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთხელ წააგეს. 30 წლის არბიტრმა "რეალის" მოწინააღმდეგეებს 2 ფეხბურთელი გაუგდო.
"ბარსელონამ", ხესუს ხილის მონაწილეობით გამართული სამივე თამაში მოიგო. ახალგაზრდა მსაჯმა კატალონიელთა სასარგებლოდ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]