"ბარსელონას" ფეხბურთელები Facebook-ზე ლიდერობენ
"ბარსელონას" ფეხბურთელებს, სოციალურ ქსელ Facebook-ზე, 189 მილიონი მოწონება აქვთ. მსგავსი შედეგით ვერცერთი სხვა კლუბი ვერ დაიკვეხნის.
როგორც იცით, "ბარსელონა", სპორტულ კლუბებს შორის, სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულია. კატალონიელებს 93 მილიონი მოწონება აქვთ. როგორც ირკვევა, პოპულარობაში კლუბს არც მისი ფეხბურთელები ჩამორჩებიან. Facebook-ის ოფიციალური გვერდი "ბარსელონას" 15 ფეხბურთელს აქვს და მათი მოწონებების ჯამი 189 მილიონია.
"ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესია, რომელსაც 73.5 მილიონი მოწონება აქვს. შემდეგ მოდიან ნეიმარი (47.3 მილიონი), ანდრეს ინიესტა (22.8 მილიონი) და ხერარდ პიკე (15.7 მილიონი).
მესისა და ნეიმარის დუეტი პოპულარობას უფრო და უფრო იხვეჭს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული, არგენტინელმა და ბრაზილიელმა, ერთად, 50 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვეს.
გასულ ზაფხულში დამატებული ფეხბურთელებიდან Facebook-ის გვერდი ხუთს აქვს. მათ შორის ყველაზე პოპულარული ლუის სუარესია (10 მილიონი). შემდეგ მოდიან ტომას ვერმალენი (1.4 მილიონი), რაფინია (709 ათასი), ივან რაკიტიჩი (661 ათასი) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (387 ათასი).
"ბარსელონას" ფეხბურთელების სოციალური გვერდების მისამართების ნახვა ჩვენს საიტზე შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]