სუბისარეტა: "პედრო არ იყიდება"

სუბისარეტა: "პედრო არ იყიდება"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ პედროს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ იყიდება.

"პედრო? მასთან დაკავშირებით შემოთავაზებები არ გვაქვს და საერთოდაც - ის არ იყიდება."

სუბისარეტამ ისიც განაცხადა, რომ გასულ ზაფხულში, "ბარსა" პსჟ-ს ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის შეძენას აპირებდა, მაგრამ პარიზელებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა: "მარკინიოსის ყიდვა ნამდვილად გვინდოდა, მაგრამ პსჟ-მ ტრანსფერზე უარი განაცხადა და ამით ყველაფერი დასრულდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.