ნეიმარმა ნაკრებში პირველი პოკერი გაიფორმა

ნეიმარმა ნაკრებში პირველი პოკერი გაიფორმა

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ეროვნულ ნაკრებში თავისი პირველი პოკერი გაიფორმა. ბრაზილიელებმა, იაპონიასთან გამართული ამხანაგური მატჩი 4:0 მოიგეს და ოთხივე გოლი ნეიმარმა გაიტანა.

ნეიმარმა იაპონელთა კარი მე-14, 48-ე, 77-ე და 81-ე წუთებზე აიღო. ეს მის კარიერაში მე-4 პოკერია. 4 გოლის გატანა 3-ჯერ მან "სანტოსის" მაისურით მოახერხა.

ნეიმარი პირველი ბრაზილიელია 2000 წლის შემდეგ, რომელმაც ეროვნულ გუნდში პოკერი გაიფორმა. 14 წლის წინ იგივე შედეგი რომარიოს ჰქონდა. რაც შეეხება პოკერის თერთმეტმეტრიანის გარეშე გაფორმებას, ბრაზილიის ნაკრებში ასეთი რამ 1989 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 25 წლის წინ ეს მიღწევა კარეკას ჰქონდა.

ვიდეომასალა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.