40 წელი პიჩი ალონსოს ჯადოსნური ღამიდან

40 წელი პიჩი ალონსოს ჯადოსნური ღამიდან

ეს 1985/1986 წლების სეზონის ევროპის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი იყო. "სპოტიფაი კამპ ნოუზე" ჰაერში ჯადოსნობა იგრძნობოდა, ეს ერთ-ერთი ასეთი დღე იყო. შვედეთში 0-3 წაგების შემდეგ, "გიოტებორგის" წინააღმდეგ ბარიერის გადასალახად და 21 წლის განმავლობაში პირველად ფინალში მოხვედრაზე საოცნებოდ "ბარსელონას" სასწაული სჭირდებოდა. მოთამაშე, რომელიც იმ ღამეს წინა პლანზე გამოვიდა, ანხელ პიჩი ალონსო აღმოჩნდა.

"გასახდელი აღფრთოვანებული იყო, როდესაც ჩვენ "გიოტებორგი" შეგვხვდა", იხსენებს ის. თუმცა, "ულევის" სტადიონზე ყველაფერი დაინგრა: "ისინი ჩვენსკენ გამოფრინდნენ. მათ სამი გაიტანეს და შეიძლებოდა, მეტიც გაეტანათ". ის მოედანზე არ შესულა და იფიქრა, რომ შანსი აღარც მიეცემოდა. ასე იყო მანამ, სანამ "ბარსელონას" მაშინდელმა მწვრთნელმა, ტერი ვენეიბლზმა ის განმარტოებით არ გაიყვანა, რათა ეთქვა, რომ საპასუხო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა. გადაწყვეტილება, რომელიც დაპირისპირებას და მის კარიერას შეცვლიდა.

ეპოქალური  ჰეთ თრიქი

1986 წლის 16 აპრილს, "ბარსელონასთვის" გეგმა ნათელი იყო: სწრაფი გოლის გატანა. პირველი გოლი კალდერეს შორეული პასის შემდეგ გავიდა. "არ ვიცი, როგორ დავარტყი, მაგრამ გოლი გავიდა", ამბობს პიჩი. გოლი 2-0-ისთვის – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან გუნდმა ინტენსივობის კლება დაიწყო – გრძელი პასის შემდეგ გავიდა, რომელიც თავდამსხმელმა მაქსიმალურად გამოიყენა! გოლი 3-0-ისთვის, რომელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ლობო კარასკოს ჩაწოდების შემდეგ გავიდა, რომელიც ალონსომ ვარდნაში დააგვირგვინა. "სპოტიფაი კამპ ნოუ" აფეთქდა. ქამბექი ახლა უკვე ლეგენდად იქცა.

"ეს არის ერთ-ერთი იმ ღამეთაგანი, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობ", აცხადებს პიჩი ალონსო. ბევრი გულშემატკივარი იმ ღამეს სტადიონზე ყოფნას ჯერ კიდევ იხსენებს. დამატებით დროში უგოლო ფრისა და დრამატული პენალტების სერიის შემდეგ, "ბარსელონამ" სევილიაში გასამართ ფინალში ადგილი დაიბევა და "გიოტებორგის" წინააღმდეგ გამართული ის ღამე ეტალონად იქცა ყოველთვის, როცა "ბარსელონას" ქამბექი სჭირდება.

ნეტავ სევილიაში მოეგოთ…

1986 წლის 7 მაისს ფინალში "სტიაუასთან" მარცხმა მწარე გემო დატოვა. "ამას შეეძლო, ჩემი ცხოვრება შეეცვალა", აღიარებს პიჩი. იმ დროს, როდესაც თამაშები მთელ მსოფლიოში არ გადაიცემოდა, "გიოტებორგის" წინააღმდეგ გამართულ იმ ნახევარფინალს არ ჰქონია ისეთი რეზონანსი, როგორიც დღეს ექნებოდა: "მათ ჩანაწერი აჩვენეს. გაცილებით მეტი ადამიანი ნახავდა მას, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ტელევიზია დღეს".

მიუხედავად ამისა, ამ გამოსვლამ მისთვის ხანგრძლივი მემკვიდრეობა დატოვა. "მე "ბარსელონაში" ნამდვილად ამით ვახსოვარ. ზოგიერთი მოთამაშე იქ მეტი წლის განმავლობაში იყო და მათ ასეთი კონკრეტული დასამახსოვრებელი მომენტი არ აქვთ". "გიოტებორგის" წინააღმდეგ გამართული ღამე ლეგენდის კოლექტიურ მეხსიერებად რჩება, ერთ-ერთ იმ ბრწყინვალე მომენტად, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხდება... თუ იქ ყოფნის ბედნიერება გერგოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.