ტერ შტეგენი: "მესი და ნეიმარი ჩვეულებრივი ადამიანები არიან"

ტერ შტეგენი: "მესი და ნეიმარი ჩვეულებრივი ადამიანები არიან"

"ბარსელონას" კარის დარაჯმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ვარსკვლავი თანაგუნდელების, ლიონელ მესისა და ნეიმარის მოედანს მიღმა ცხოვრებაზე ისაუბრა.

"მესი და ნეიმარი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი ჭამენ, სვამენ და აბაზანაში დადიან, როგორც ყველა დანარჩენი. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც თანაგუნდელებთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

ამ შემთხვევაში, მათი სპორტული მიღწევები მხედველობაში არ მაქვს. ამ მხრივ ისინი ბრწყინვალენი არიან. რაც შეეხება ადამიანურ მხარეს - იდიოტი იდიოტია იმის მიუხედავად, თუ რა სტატუსი აქვს.

საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში მხოლოდ დადებით ადამიანები არიან." - აცხადებს ტერ შტეგენი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.