ალვესს ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედი არ აქვს

ალვესს ახალი კონტრაქტის გაფორმების იმედი არ აქვს

"ბარსელონას" მარჯვენა მცველს, დანი ალვესს იმედი არ აქვს, რომ კატალონიური კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

ალვესს "ბარსასთან" ხელშეკრუელბა მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. გასულ ზაფხულში, ბრაზილიელი "ბარსელონადან" წასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ალვესი კლუბში კი დარჩა, მაგრამ "ბარსას" მისთვის, ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია და თუ პრესას დავუჯერებთ, ფეხბურთელს ამის იმედი არც აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.