სტოიჩკოვი: "ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, სუარესი "კლასიკოს" ძირითადში დაიწყებდა"
კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი ლუის სუარესზე საუბრობს. ბულგარელის თქმით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, სუარესი "რეალთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებდა.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სუარესს, "კლასიკოში", ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებდი. თუმცა, ამასთანავე, სიმშვიდის შენარჩუნებაც უნდა შეგვეძლოს, რადგან ეს რთული საკითხია. ვფიქრობ, ის მოედანზე ნებისმიერ შემთხვევაში გამოჩნდება, რათა თავისი მონდომება და "ბარსელონასადმი" სიყვარული დაამტკიცოს. არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში." - განაცხადა ხრისტო სტოიჩკოვმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 31 ]