გვარდიოლა: "ტიკი ტაკას" ვერ ვიტან"

გვარდიოლა: "ტიკი ტაკას" ვერ ვიტან"

"ბარსელონას" ყოფილი და მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ის "ტიკი ტაკას" ვერ იტანს და მისი "ბარსელონა" ამ სტილში სულაც არ თამაშობდა.

"ვერ ვიტან, როდესაც ფეხბურთელი პასს მხოლოდ პასისთვის აკეთებს. ვერ ვიტან "ტიკი ტაკას". ყველაფერი ეს სისულელეა, რომელსაც მიზანი არ გააჩნია. როდესაც პასს აკეთებ, მკვეთრად განსაზღვული მიზანი უნდა გქონდეს და ეს გოლის გატანა უნდა იყოს. "ბარსა" "ტიკი ტაკას" არ თამაშობდა. ეს მოგონილია. არცერთ სიტყვას არ დაუჯეროთ. სპორტის ნებისმიერ გუნდურ სახეობაში ყველა გუნდის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ მოედნის ერთი მონაკვეთი დაიტვირთოს და მეტოქეს დაცვას მოდუნება აიძულოს. თქვენ მეტოქეს აიძულებთ კონკრეტულ მონაკვეთში ძალების დამატებითი მობილიზაცია მოახდინოს, რითიც მისი დაცვა სუსტდება. და იმ დროს, როდესაც მეტქოე ამას გააკეთებდა, ჩვენ შეტევაზე გადავდიოდით და გოლი მოედნის სხვა მონაკვეთიდან გაგვქონდა. სწორედ ამიტომაა საჭირო ბევრი პასი, მაგრამ ამას კონკრეტული მიზნისთვის უნდა აკეთებდე." - გვარდიოლას ამ სიტყვებს ჟურნალისტ მარტი პერარნაუს წიგნში შეხვდებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.