AS: ბუსკეტსი "ეიბართან" დაისვენებს
ლუის ენრიკე, "ეიბერთან" მატჩში, სერხიო ბუსკეტსის დასვენებას და მის ნაცვლად სერხი სამპერის დაყენებას აპირებს. ამ ინფორმაციას მადრიდული AS ავრცელებს.
ბუსკეტსმა, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, შვიდივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ის 2-ჯერ შეცვალეს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მთავარი მწვრთნელი, "რეალთან" გასამართი მატჩის წინ, გუნდის ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელის დასვენებას გეგმავს.
ივარაუდება, რომ ბუსკეტსს "ბარსა ბ"-ს საყრდენი ნახევარმცველი სერხი სამპერი შეცვლის. მან, მიმდინარე სეზონში, პირველი გუნდის მაისურით ერთხელ უკვე ითამაშა. 19 წლის ფეხბურთლმა, ჩემპიონთა ლიგაზე, აპოელ-ის წინააღმდეგ, სრული მატჩი ჩაატარა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]