მესის 250-ე

მესის 250-ე

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, "ეიბართან", ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში, 74-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამდენად, არგენტინელმა ვარსკვლავმა, პრიმერაში, თავისი გოლების რაოდენობა 250-მდე (285 მატჩში) გაზარდა.

ამ მომენტში, ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი "ატლეტიკის" ყოფილი თავდამსხმელი ტელმო სარაა (251 გოლი).

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ უკვე მომავალ ტურში მესიმ, შესაძლოა, გაიმეოროს ან დაამხოს სარას რეკორდი.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მეტოქე, 25 ოქტომბერს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდის "რეალი" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 44 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.