მასკერანო: "ჯერ "აიაქსი", შემდეგ - "რეალი"
"ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი ხავიერ მასკერანო "ეიბართან" გამართული მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი "აიაქსთან" თამაშია.
"რეალთან" გასამართი მატჩის წინ დაძაბულობა ყოველთვის ერთნაირია - ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს. თუმცა, არც ისეთი კონკურენტი უნდა დავივივწყოთ, როგორიც "ატლეტიკოა". გასულ სეზონში, ამ გუნდის ფეხის დაცდენას ბევრი ელოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონი სწორედ ის გახდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უახლოესი შეხვედრაა. "აიაქსთან" გამარჯვება, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს. ჯერ უახლოესი მეტოქე უნდა დავამარცხოთ და "რეალზე" შემდეგ ვიფიქროთ.
ნახევარდაცვაში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსაში" ამ პოზიციაზე ვითამაშე. გუნდში თავისი როლი ყველამ იცის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდს იქ დავეხმარო, სადაც მათამაშებენ.
მოგებით კმაყოფილები ვართ. თუმცა, მოგების შემდეგაც პროგრესზე უნდა ვიზრუნოთ. ის ფაქტი, რომ მე-2 ტაიმამდე გატანა ვერ მოვახერხეთ, ნიშნავს, რომ მოთმენაც შეგვიძლია. მაღალ ტემპში ვთამაშობთ, რაც მეტოქეს ღლის."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]