სუარესი: "კარიერის "ბარსელონაში" დასრულება იდეალური იქნებოდა"
ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს, "ბარსელონას" მაისურით, ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, მაგრამ ის უკვე კარიერის კატალონიურ კლუბში დასრულებაზე ფიქრობს.
"კოიმპიუტერულ თამაშებში "ბარსელონათი" თამაშის დროს, ამ გუნდში გადასვლაზე ყოველთვის ვოცნებობდი. კარიერის აქ დასრულება იდეალური იქნებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერა დასრულებულია. ჩავიკეტე და დროს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებდი.
როდესაც აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ "ბარსელონაში" ჩემი გადასვლა გადაწყვეტილია, ავტირდი.
"ბარსელონა" მხარს მიჭერდა, რაც, ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო იყო." - აცხადებს ლუის სუარესი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]