Daily Mail: ალვესს "მანჩესტერთან" კონტრაქტი არ გაუფორმებია
ინგლისური Daily Mail-ის ცნობით, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დანი ალვესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასწარ კონტრაქტს ხელი მოაწერა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცოტა ხნის წინ, FIFA-ს აგენტმა, ფრანსუა გალიარდომ, რომელიც არაერთი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული, განაცხადა, რომ ალვესმა "მანჩესტერთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ინგლისელი ჟურნალისტები ამ ინფორმაციას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ბარსელონასთან", ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]