ტებასი: "შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნება "ბერნაბეუზე" მესის აპლოდისმენტებით დაჯილდოება"
ესპანური ლიგის პროფესიული ფეხბურთის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი არ ეჭვობს, რომ თუ ლიონელ მესი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, "რეალთან" მატჩში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გახდება, მაშინ მას მადრიდული პუბლიკა აპლოდისმენტებით დააჯილდოებს.
"მე ვნახე, როგორ დააჯილდოეს აპლოდისმენტებით რონალდინიო და მარადონა "სანტიაგო ბერნაბეუზე". ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი იქნება მესისთვის ტაშის დაკვრა ამ სტადიონზე. პუბლიკა გათვითცნობიერებულია ფეხბურთში და თუ მათ აპლოდისმენტებით დააჯილდოეს სხვა ვარსკვლავები, რატომ არ მიაგებენ პატივს ლიონელს?" - აცხადებს ხავიერ ტებასი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მომავალი მატჩის ბილეთები 20 წუთში გაიყიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]