ბეილის "ბარსასთან" თამაში გამოირიცხა

ბეილის "ბარსასთან" თამაში გამოირიცხა

"რეალის" უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის "ბარსელონასთან" თამაში გამოირიცხა. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემები, Marca და AS ავრცელებენ.

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბეილი "ლივერპულთან" ვერ ითამაშებდა, ხოლო "ბარსასთან" მისი მოედანზე გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ უელსელის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 25 ოქტომბერს, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

გარეთ ბეილმა, მიმდინარე სეზონში, 12 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.