რაფინია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი

რაფინია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ესპანეთის ჩემპიონატის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პოზიციაზეა წარდგენილი.

21 წლის შუახაზელის კონკურენტები მადრიდის "რეალიდან" მისივე თანატოლი თავდამსხმელი ხესე როდრიგესი და გასულ სეზონში "ატლეტიკოდან" "რაიოში" განათხოვრებული 19 წლის ნახევარმცველი საულ ნიგესი იქნებიან.

რაფინია ალკანტარა, გასულ სეზონში, "სელტაში" იყო განათხოვრებული. მან 32 თამაში ჩაატარა (27 ძირითად შემადგენლობაში), 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისმა გოლებმა და საგოლე გადაცემებმა გუნდს 5 ქულა მოუტანა.

ხესე როდრიგესმა, პრიმერას გასულ გათამაშებაში, მონაწილეობა 18 თამაშში მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 4-ჯერ იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 5-ჯერ თავად გაიტანა, 4-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. მისმა გარჯამ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

საულ ნიგესმა 34-ჯერ ითამაშა და ის ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე 2 გოლი, 1 ავტოგოლი, 1 საგოლე გადაცემა და ერთიც წითელი ბარათია. მის გოლებსა და ავტოგოლს ქულების გადანაწილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.