მატიე: "ბარსელონაში" მესის განსაკუთრებული სტატუსი აქვს - ხელშეუხებელი"
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა მცველმა, ჟერემი მატიემ მოახლოვებულ "ელ კლასიკოში" ურუგვაელი ლუის სუარესის შესაძლო თამაშზე ისაუბრა. ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის სტატუსზე.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ ვინ ითამაშებს "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ სამეული - მესი, სუარესი, ნეიმარი სავარაუდოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის მეტოქის დაცვას. მესი? ყველამ იცის მისი სტილი. მას დაუჯერებლად მაღალი დონე აქვს საკუთარი ტექნიკის დემონსტრირების. მას შეუძლია საკმაოდ რთული სიტუაციიდან დააღწიოს თავი. "ბარსელონაშ" ლიონელს განსაკუთრებული სტატუსი აქვს და ეს ნათელია. ის "კლუბის მოთამაშეა", ხელშეუხებელი." - იტყობინება, მატიეს სიტყვებს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" ხვალ მადრიდში გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]