FIFA: სუარესის დისკვალიფიკაცია 24 ოქტომბერს იწურება
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუის სუარესის დისკვალიფიკაციას ვადა დღეს, ღამის 12 საათზე გასდის. ეს ნიშნავს, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება.
"რეზოლუციაში დისკვალიფიკაციის ამოწურვის ზუსტი ვადა გაწერილი არაა, მაგრამ ნათელია, რომ 4-თვიანი დისკვალიფიკაცია 24 ოქტომბერს, ევროპული დროით შუაღამით იწურება." - ვკითხულობთ FIFA-ს განცხადებაში.
ბოლო დღეებში, ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ სუარესის დისკვალიფიკაციის საკითხი წამოწია და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სუარესს "ელ კლასიკოში" თამაშის უფლება არ აქვს. კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს მადრიდის "რეალის" მიერ კონტროლირებადმა გამოცემამ გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]