მატიე: "მარცხენა ფლანგზე თამაშმა გამაკვირვა"
"ბარსელონას" ფრანგი მცველი ჟერემი მატიე იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ "ელ კლასიკოში" მას დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშმა მოუწია.
"გამიკვირდა, რომ მარცხენა ფლანგზე ვითამაშე, თუმცა გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქის კონტრშეტევებს ვერ გავუმკლავდით. სწორედ ამაშია "რეალის" ძალა. მეტოქის მე-2 გოლმა საქმე გაგვირთულა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გუნდში მაღალი ფეხბურთელები არიან, მე-2 სართულზე თამაში მაინც გვიჭირდა. ამ მიმართულებით პროგრესი უნდა განვაგრძოთ.
სუარესი? მისი ფლანგზე დაყენება სისულელე იქნება, რადგან ის დაბადებით ბომბარდირია." - აცხადებს მატიე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 30 ]