სავარჯიშო სესია 30.10.2014
გუნდმა დღეს ვარჯიში განაახლა. ფეხბურთელები ''სელტას'' წინააღმდეგ გასამართ მატჩისთვის ემზადებიან. გეტყვით იმას, რომ თამაში ''კამპ ნოუზე'' გაიმართება 1 ნოემბერს 23:00 საათზე.
ვარჯიშს თითქმის ყველა ფეხბურთელი დაესწრო. დუგლასიც, რომელსაც ჯერ არ მიუღია გუნდის სამედიცინო პერსონალისგან თამაშის უფლება. ტომას ვერმაელენმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. ანდრეს ინიესტა კი აგრძელებს ფიზიკური თერაპიის გავლას. ვარჯიშს ასევე ''ბარსა ბ-ს'' ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ - სანდრო რამირესი და მუნირი.
პარასკევს ფეხბურთელები მატჩამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავენ. ამის შემდეგ კი ლუის ენრიკე პრეს-კონფერენციას გამართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]