"ბარსელონა" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
"ბარსელონამ", ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში, "სელტასთან" შეხვედრაში, მიმდინარე ლა ლიგის სეზონში ზედიზედ მეორედ იწვნია მარცხი.
გასულ ტურში კატალონიელებმა მადრიდის "რეალთან" მატჩი ანგარიშით 1:3 დათმეს. ახლა ლუის ენრიკეს გუნდი პრიმერა დივიზიონის ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ", 2011 წლის 22 ოქტომბრის ("სევილია", 0:0) შემდეგ, პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა "კამპ ნოუზე".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]